სროლა რესტორანში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით - ექსკლუზიური კადრები

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სტამ­ბოლ­ში, სა­რი­ი­ერ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის "Vadi Istanbul" - ის რეს­ტო­რან­ში ორ ჯგუფს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, რის შე­დე­გა­დაც 6 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რო­გორც წე­რენ, კა­ფე­ში მსხდომ უცხო­ე­ლებს 10 - კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მი­უ­ახ­ლოვ­და და მათ შო­რის და­წყე­ბულ კა­მათს ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად 8 ტყვი­ით მძი­მედ და­იჭ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე რა­კიფ ალი­ე­ვი და 3 ტყვი­ით - მეხრაჯ კა­რი­მო­ვი. დაჭ­რილ­თა შო­რი­საა ირა­ნის მო­ქა­ლაქე საით ალი­რე­ზა და ად­გი­ლობ­რი­ვი კუ­ლამ იბ­რა­გიმო­ვი, რო­მელ­საც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვის დროს ფეხ­ში მოხ­ვდა ტყვია. დაჭ­რი­ლე­ბი მიმ­დე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე მძი­მეა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, ტყვი­ე­ბი რეს­ტორ­ნის სხვა­დას­ხვა მხა­რეს ცვი­ო­და, რა­საც იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­ნი­კა მოჰ­ყვა. სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცია აგ­რძე­ლებს სა­მუ­შა­ო­ებს ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. სუფ­რა­ზე მსხდომ­თა შო­რის ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - ვატო ყი­ფი­ა­ნი და ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე ("დობო") ამო­იც­ნეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის გა­სულ წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები