თურქეთში აზოვის მეთაურები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვრებენ კერძო სახლში - ბუდანოვი

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთში კერძო სახლში „გარკვეული პერიოდის განმავლობაში“ იცხოვრებენ. ამის შესახებ  უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა პირობებში იქნებიან უკრაინელი დამცველები თურქეთში, ომის დასრულებამდე, ბუდანოვმა უპასუხა, რომ უკრაინელი მეთაურები თურქეთში იქნებიან „გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, კარგ პირობებში,  იცხოვრებენ კერძო სახლში.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, სამხედრო მეთაურებმა არ იცოდნენ, რომ მათ გაცვლას უპირებდნენ. დამპყრობლებს  ისინი ერთკაციან საკანში ჰყავდათ გამოკეტილი.  დამცველებს ეგონათ,  რომ ოკუპანტებს ისინი  ე.წ. „სასამართლოებში“ მიჰყავდათ, სადაც  ხშირად დაატარებდნენ და  ცდილობდნენ მათ დაშინებას.

გენერალ-მაიორმა დასძინა, რომ აზოვის დამცველები აწამეს. მისი თქმით, იელენოვკაში მყოფთა დიდი ნაწილი დამპყრობლების მიერ სასტიკ წამებას განიცდიდა.

შეგახსენებთ, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირადად დაპირდა  ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი მეთაურების დაცვასა  და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ფონი:

21 სექტემბერს, რუს დამპყრობლებთან გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორის არიან მესაზღვრეები, პოლიციელები, მეზღვაურები, ეროვნული გვარდიელები, მებაჟეები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

კერძოდ, დენის პროკოპენკო "რედისი", სერგეი ვოლინსკი "ვოლინი", სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო -  მეთაურები აზოვსტალიდან.

გარდა ამისა, გათავისუფლებულ "აზოველებს" შორის არიან  ნიკოლაი კუში (ფროსტი) და კონსტანტინე ნიკიტენკო (მელა), რომელთა სიკვდილით დასჯა სურდათ დამპყრობლებს.

აზოვის 5 მეთაური თურქეთში იმყოფება ერდოღანის დაცვისა და უსაფრთხოების პირადი გარანტიით. სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთში  დააბრუნა - პრორუსი  ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ოკუპანტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა