გამოფენებზე ჟურნალისტები დამდევენ და მეუბნებიან, რომ სააკაშვილს შია - წულუკიანი

სულ ნახვები : 229
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამოფენებზე ჟურნალისტები დამდევენ და მეუბნებიან, რომ სააკაშვილს შია - თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს.

"მედია თავისუფალია, რომ კითხვები დასვას, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, როგორც ინდივიდი არავის წავუშლივარ. მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუსა და კომენტარს და რომელს არა. როდესაც მე გამოფენას ვხსნი და გამოფენის გახსნისას მისი დათვალიერება შეუძლებელია იმიტომ, რომ მე მაგალითად, ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე ვსაუბრობ, კრაწაშვილის გამოფენაა, ამ დროს დაგდევენ და გეუბნებიან - სააკაშვილს შია. კრაწაშვილის გამოფენაზე მე რა გავაკეთო, თუ ბატონ მიშას შია. ამ დროს ვიცით, რომ არ შია. შესაბამისად, მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ, ეს ჩემი უფლებაა" - ამბობს წულუკიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა