დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, ქართული ოცნებები ხდება - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, ქართული ოცნებები ხდება - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

"ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე ჩემს ქვეყანას, საქართველოს წარმოვადგენ. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ, ქართული ოცნებები ხდება, რეალობად იქცევა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინალური გამოწვევის ფონზე, გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს ავაშენებთ ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის"- თქვა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები