პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მივა.

მინისტრმა პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

დეპუტატებმა ზურაბ აზარაშვილს კითხვები გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ ინტერპელაციის წესით სექტემბერში პარლამენტში ასევე მიწვეული იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და განათლების და მეცნიერების მინისტრები, თუმცა პლენარული სხდომაზე ინტერპელაციით მიწვეული მინისტრების მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.

ინტერპელაციის გადავადების მიზეზი სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტია.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა