მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს კვლავაც ვერ დაესწრება

სულ ნახვები : 52
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 სექტემბერს საქართველოს მესამა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც თავად სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. 

სააკაშვილის ერთ-ერთი უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება და საქმე სრულად არის პოლიტიზირებული, დაცვის მხარე მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ სტრატეგიული ბრძოლის საფუძველი შეიქმნას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. 

„ბუნებრივია ეს არის მორიგი პოლიტიკური პროცესი და იმ დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ საქმის პოლიტიკური შინაარსი არ ცვლის იმას, რომ დაცვის მხარე სრულად გამოიყენებს საქართველოს საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს და ყველა შესაძლებლობას ამოწურავს იმისთვის, რომ თუნდაც შეიქმნას საფუძველი სტრატეგიული სამართლებრივი ბრძოლისთვის, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა თუთბერიძემ. 

ცნობისთვის, სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა კლინიკა ,,ვივამედში“ რეაბილიტაციის კურსს გადის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები