ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს მახლობლად, მაღალი რანგის რუსი გენერალი დაიჭრა

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს მახლობლად, მაღალი რანგის რუსი გენერალი დაიჭრა. 

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

კერძოდ კი, მათი ცნობით, დაბომბვის შედეგად მე-20 გაერთიანებული არმიის 144-ე მოტორიზებული შაშხანის დივიზიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ოლეგ ცოკოვმა ჭრილობა მიიღო. 

მისი ევაკუაცია და ჰოსპიტალიზაცია განხოციელდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დონის როსტოვის ჰოსპიტალში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის 105 ცხედარი გადაასვენეს. 

უახლოეს მომავალში კიდევ 200 ცხედრის მისაღებად ემზადებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა