დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი იწყება

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როიტერის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს, 23 სექტემბერს იწყება.

როტერი წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“

ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, სამი შეკითხვა იქნება გატანილი ე.წ. რეფერენდუმზე: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

„რეფერენდუმი“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა