კახეთსა და შიდა ქართლში პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შიდა ქართლისა და კახეთის ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 

რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე, მისი წინამორბედის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

შსს ინფორმაციით ვალერი თელია და თეიმურაზ კალანდაძე სამართალდამცავ უწყებებში წლების მანძილზე მუშაობდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები