იური ბუტუსოვი: „ბახვა ჩიქობავა გმირივით ცხოვრობდა, გმირივით იბრძოდა და გმირულად დაიღუპა“

სულ ნახვები : 607
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვი მარიუპოლში გმირულად დაღუპულ ბახვა ჩიქობავას იხსენებს და მას გამძლეობის და ოსტატობის სიმბოლოდ მიიჩნევს.

ბუტუსოვის თქმით, ჩიქობავამ ღირსების საქმედ მიიჩნია რუსებთან ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის, რათა თავისი საყვარელი საქართველო ოკუპაციისგან გაეთავისუფლებინა.

"ქართველი პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან აფხაზეთსა და ოსეთში. მძიმედ დაიჭრა 2008 წლის ომის დროს. 2014 წლის ივნისში ბახვა უკრაინაში ჩავიდა, თავიდან იბრძოდა დონბასის ბატალიონის რიგებში, შემდეგ კი აზოვში გადავიდა. მან ღირსების საქმედ მიიჩნია რუსებთან ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის, რათა თავისი საყვარელი საქართველო ოკუპაციისგან გაეთავისუფლებინა. პოლკოვნიკმა ჩიქობოვამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო აზოვის გასაწვრთნელად - ქართველი ინსტრუქტორების ჯგუფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზოვის მეთაურების მომზადების პროგრამის შექმნაში. ბახვა უკვე 54 წლის იყო, როცა რუსეთის შემოსევა დაიწყო, მანამდე საქართველოში იყო, ოჯახი, სამსახური ჰქონდა, მაგრამ მარიუპოლში ძმებთან საცხოვრებლად გაფრინდა. მან მაშინვე

გააცნობიერა, რამდენად საშიში იყო გარემო და ხელმძღვანელობდა მცირე საბრძოლო ჯგუფს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რუსებს. არის ფოტო რომელზეც ბახვა 

რუსული BMP-3-ფონზე პოზირებდა, რომელიც აზოვმა ხელში ჩაიგდო.

გმირივით ცხოვრობდა, გმირივით იბრძოდა და 19 მარტს გმირულად დაიღუპა. ის ოცნებობდა უკრაინაში რეფორმებზე.

ბახვა ასრულებდა სარდლობის დავალებებს თავდაცვის ურთულეს ადგილებში. პოლკოვნიკი ჩიქობავა გამძლეობისა და ოსტატობის სიმბოლო იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძოდა რუსების ტანკებთან და ქვეითებთან. იგი 19 მარტს ბრძოლაში დაიღუპა, პირადად გადაარჩინა რამდენიმე დაჭრილი და მიიყვანა თავის უკრაინულ ქვედანაყოფში, რომელიც გარშემორტყმული იყო. არ ვიცი, გადაეცემა თუ არა უმაღლესი ჯილდო პოლკოვნიკ ჩიქობავას. მე შემიძლია მხოლოდ ქედი მოვიხარო და მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ბახვას ოჯახს ამ ნამდვილი გმირისთვის, მოქალაქისთვის, რომელმაც ყველაფერი გაიღო უკრაინისთვის, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა ორი ქვეყნის თავისუფლებას და დაცვას. მარადიული ხსოვნა მას", - წერს იური ბუტუსოვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა