რაშისტები ყირიმში ყირიმელი თათრების მასობრივ მობილიზაციას ახდენენ, - უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაშისტები ყირიმში ყირიმელი თათრების მასობრივ მობილიზაციას ახდენენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ განაცხადა. 

”გუშინ და დღეს რეიდები ტარდება ყველა დასახლებაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ყირიმელი თათრები - სკოლებში, ბაზრებში, ხალხმრავალ ადგილებში. გამოძახებებს ურიგებენ, ადამიანებს ხშირად სვამენ მანქანებში და მიჰყავთ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში. ასაკი - 18-50 წელი. 

ჩვენი წყაროების ცნობით, ისინი არ უყურებენ იმ დაავადებებს, რაც ზოგ მათგანს აქვს,  აცხადებენ, რომ  „ახლა ყველა შესაფერისია”- თქვა ტაშევამ.

მისივე განცხადებით, "რუსებს სურთ ყირიმელი თათრების განადგურება, ამისთვის მობილიზაციას იყენებენ".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა