ერგნეთში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 108-ე შეხვედრა იმართება

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოფელ ერგნეთში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა იმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით,  შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ამასთან, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

ანთაძის თქმით, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძეს სამი წელი და რვა თვე, ლაშა ხეთერელს ერთი წელი და ოთხი თვე, კახაბერ ნათაძეს კი სამი წელი და ერთი თვე აქვთ შეფარდებული. ნუკრი კალაშნიკოვი და გელა იობაშვილი კი, სექტემბერში დააკავეს და მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე. ესენი არიან კახაბერ ნათაძე, მამუკა ჩხიკვაძე, ლაშა ხეთერელი, ნუკრი კალაშნიკოვი და გელა იობაშვილი. აქცენტი გაკეთდება წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე. აქ იგულისხმება უკანონო ბორდერიზაციის კუთხით მომხდარი ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში და ძირითადად მოიცავდა ქართლისა და გორის მუნიციპალიტეტებს. მაგალითად, ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივობები შეინიშნება. ბორდერიზაციია არ გულისხმობს მარტო ახალ ღობეებს. აქ იგულისხმება ასევე ძველი, უკვე არსებული მავთულხლართების განახლება, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გაკეთება, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, წარმოადგენს უკანონო ქმედებას. ასევე ფიქსირდება პატრულირება. გელა იობაშვილის დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. გუშინ ცხელი გაზით გაზიარდა ინფორმაცია, რომ შედგა ე.წ. სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო ორთვიანი პატიმრობა. სხვა დამატებითი დეტალის გარკვევას შევეცდებით შეხვედრაზე“, – განაცხადა ანთაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა