რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დაბნეულობა, არეულობა და მერყეობაა - General SVR

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში  დაიწყო დაბნეულობა და მერყეობა. 

გენერალური შტაბის წარმომადგენელმა,  ათზე მეტმა ადამიანმა დაწერა მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელშიც გამოხატეს უნდობლობა პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანებისადმი, კერძოდ კი, ახალ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით. 

ექსკლუზიურ ინფორმაციას  General SVR - Генерал СВР-ის ტელეგრამის არხი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მიმართვის ავტორები მობილიზებას უწოდებენ "საბედისწერო შეცდომას", რომელიც გამოიწვევს მსხვერპლთა დიდ რაოდენობას, მაგრამ არ დაეხმარება რუსეთს მიზნების მიღწევაში. 

ავტორები პუტინს სთხოვენ „გამოაჩინოს სიბრძნე“ და მოაგვაროს ის პრობლემები მაგიდასთან მოლაპარაკებით, რამაც აიძულა პრეზიდენტი გამოეცხადებინა მობილიზაცია.

ასევე, ანგარიშის ავტორების აზრით, სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება არა მხოლოდ რუს სამხედროებს შორის ასობით ათასი მსხვერპლის მომტანი იქნება, არამედ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფის პირას დააყენებს.

გენერალურ შტაბში, აბსოლუტური უმრავლესობა ობიექტურად აფასებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე დასავლური იარაღით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია, თუნდაც სრული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გენერალური შტაბის წარმომადგენლების პირველი მიმართვა პრეზიდენტისადმი. 

პუტინმა მიმართვა უპასუხოდ დატოვა. ჯერჯერობით რუსეთის დიქტატორს რეაგირება არ მოუხდენია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები