ინალ არძინბა: „ამერიკა საქართველოზე მეორე ფრონტის გახსნისთვის ზეწოლას ახორციელებს“

სულ ნახვები : 481
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ავანტიურული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

არძინბას მტკიცებით, ამ პროცესში აქტიურ არიან ჩართული ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.

ინალ არძინბა ამბობს, რომ ჯონ პენელი, რომელიც ადრე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა, აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

"მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გახსნან ე.წ. მეორე ფრონტი", – განაცხადა არძინბამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები