ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
სულ ნახვები :
230
...
ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი უცხოელი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთმანეთს მიკროავტობუსი და უცხოელი ტურისტების გადასაყვანად განკუთვნილი ავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, ისინი ამ დროისთვის ბათუმში, კლინიკაში არიან გადაყვანილები.