ზურა ბატიაშვილი: „ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია“

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

"Google Earth გვამცნობს, რომ ამ წუთისთვის ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია და იგი არ წყდება, მატულობს.

ეს ნიშნავს ათეულ ათასობით დამატებით რუსს საქართველოში. არ იფიქროთ, რომ თბილისში და ბათუმში ბინები აღარაა და ვერსად დაბინავდებიან. სხვა ქალაქებში გადანაწილდებიან ან სულაც ქუჩებში იცხოვრებენ. მათთვის ეს საერთოდ არაა პრობლემა.

ეს მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წამოსული ხალხი არაა. ,,გლუბინკიდან” გამოქცეული სბროდია, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, არიან როგორც 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები, ისე - ფეესბეს აგენტები. და თან მოაქვთ თავიანთი ცხოვრების წესი მთელი თავისი , სიკეთეებით” - ფაშისტური იდეოლოგია, კრიმინალი, ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების და სუსის იმედი არ უნდა გვქონდეს. უფრო პირიქით. ისინი მათ მხარეს არიან.

ერთადერთი, რასაც ამ ნაკადის შეჩერება შეუძლია, ან პუტინის გადაწყვეტილება იქნება, ჩაკეტოს საზღვრები, ან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადავკეტოთ ლარსის გზა!," - აცხადებს ზურა ბატიაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები