„ლელო“-ს წარმომადგენლები ლარსის გამშვებ პუნქტზე ჩავიდნენ

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ისინი ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციას გამოურბიან“ - პარტია ,,ლელო“-ს ერთ-ერთი წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, რომელიც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ლარსის გამშვებ პუნქტზე, სიტუაციაში გასარკვევად ჩავიდა, აცხადებს, რომ შექმნილია ძალიან რთული ვითარება და ეს ,,ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის დამსახურებაა. 

გეგელია მიიჩნევს, რომ უნდა ხდებოდეს ფილტრაცია და ასე თავისუფლად რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდნენ. 

„ეს ადამიანები არ არიან ტურისტები, ისინი არიან ლტოლვილები. ისინი ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციას გამოურბიან, კერძოდ, სამხედრო მობილიზებას. ძალიან თვალშისაცემია, როდესაც აქ დგახარ და ხედავ, თუ რას აკეთებს „ოცნების“ მავნებელი ხელისუფლება, როდესაც ასე უკონტროლოდ უშვებს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას საქართველოში“, - განაცხადა გეგელიამ. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, ქვეყნის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამშობლოს მიტოვება და თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება გადაწყვიტა, მათ შორის არის საქართველოც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები