ცენზურა აღარ არსებობს - ალექსანდრე ქანთარია ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სტალინის მადიდებელი პიესის დადგმას არ გამორიცხავს

სულ ნახვები : 360
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საბჭოთა წარსულის კვლების ლაბორატორია“ ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და თეატრის ხელმძღვანელობას მოუწოდებს თავიანთი გადაწყვეტილება შეცვალონ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ დღეს, 23 სექტემბერს განცხადებაც გაავრცელა. 

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იოსებ სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა. 

ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა. სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვების თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ.  

მართალია, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს. 

სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა. სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი. 

საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა ნამდვილად აპირებს თუ არა თეატრი მსგავსი სახის პიესის დადგმას, რისთვისაც თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ,,ქართული ოცნების“ ყოფილ წარმომადგენელს და პარლამენტის ყოფილ დეპუტატ ალექსანდრე ქანთარიას დაუკავშირდა. 

ქანთარიას განცხადებით მან აღნიშნული განცხადების შესახებ არაფერი იცოდა და ჩვენგან გაიგო, თუმცა, ის ფაქტი, რომ პიესის დადგმაზე საუბარი არის, არ უარყო, მან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დღეს, თეატრში ცენზურა აღარ არსებობს, მეტიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ,,სოვლაბ"-ის განცხადება სასაცილო აღმოჩნდა. 

„ცენზურა აღარ არსებობს და ვინ არის ასეთი, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს  და ცენზორის როლი იკისროს დღეს? გაგიგიათ ასეთი რამე? ჩემს ყურამდე ეს ინფორმაცია ჯერ არ მოსულა და იმის თქმაც არ შემიძლია წინასწარ, დაიდგმება თუ არა ეს პიესა, ამის ფონზე კი ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ ვიღაც მოგვმართავს, რომ ეს პიესა ჩვენ არ დავდგათ, სად გაგონილა, რომელი საბჭოთა კავშირია თუ სამხრეთ კორეა? ძალიან გამახალისეთ ახლა. 

ამ ორგანიზაცია უნდა ერქვას საბჭოთა კავშირის რაღაც დარჩენილი კვლევის ლაბორატორია“, - განაცხადა ქანთარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები