უკრაინელებმა ერთ დღეში მტრის შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 4 ირანული Shahed-ი გაანადგურეს

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

22 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან ოთხი ირანული წარმოების Shahed-იკამიკაძე დრონი. 

ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Facebook-ზე ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს შვიდი საჰაერო სამიზნე: სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და ირანის წარმოების ოთხი შაჰედ-136 კამიკაძე დრონი." - ნათქვამია მოკლე შეტყობინებაში.  

აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 10-მდე ჯგუფური საჰაერო დარტყმა განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით, რის შედეგადაც განადგურდა რამდენიმე ათეული დამპყრობელი, 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა, ოცეულის დასაყრდენი და სხვა სამიზნეები. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის ათამდე პოზიციას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები