მდინარაძე ოპოზიციას: „როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ“

სულ ნახვები : 244
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ. კარგს კარგი დაარქვით”, - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას. 

მდინარაძის თქმით, გაწუხებთო. არ არსებობს იმაზე მეტი მდაბიო პოპულიზმი, მიუტრიალდე წარმატებულ ადამიანს და უთხრა, შენ მდიდარი ხარ და სადაც მაჟორიტარი ხარ იქ ადამიანებს უჭირს.

„ჩემი თანაგუნდელების თეზისებს ვიღებ და ვმეცადინეობ, რომ კარგად გამოვიდე და თქვენ გამხილოთ კარგად. გუშინ, საღამოს შევიკეტეთ 10 დეპუტატი და ვიმეცადინეთ, დღეს გამოვდივართ და სიმართლეს გეუბნებით... რადგან თქვენ ჩვენზე რეალურ ინფორმაციას არ ფლობთ და ზღაპრებს ჰყვებით, მე ზღაპრებს ნამდვილად ვერ მოვყვები, თქვენთან რა ხდება იმას გეტყვით. სამი „შიდა კლანიდან“ ერთის მეთაურმა დაავალა დღეს ისტერიკაში ჩავარდნილ ადამიანებს, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ რადიკალური ნიშა, წყნარად რომ ხართ პარლამენტში, ხომ ხედავთ „მელიას კლანი“ როგორ გჯობნით და ტყუილად გაძლევთ ფულსო. დღეს ისეთი ადამიანი გაგიჟდა, რომელსაც ორი წელია ხმა არ ამოუღია. დღეს ჩავარდა ისტერიკაში თურმე ხალხის ბედი არ გაწუხებთო. არ არსებობს იმაზე მეტი მდაბიო პოპულიზმი, მიუტრიალდე წარმატებულ ადამიანს და უთხრა, შენ მდიდარი ხარ და სადაც მაჟორიტარი ხარ იქ ადამიანებს უჭირს. დიახ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭრის, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ დროს! საერთოდ არავინ აქცევდა ყურადღებას. ახლა რომ უჭირს, ვიღაცა ყურადღებას აქცევს, მის გადაწყვეტის გზებზე საუბრობს და განახორციელებს. ამ პროგრამაზე ვსაუბრობთ და კაციშვილს არ გახსენებია რეალურ ხარვეზებზე რომ ისაუბროს. მინისტრს ხომ არ უთქვამს, რომ იდეალური პროგრამაა. ვერ იქნება, უამრავი ხარვეზია, ახალია, „ნოუ ჰაუა“. გამორიცხულია უხარვეზო იყოს. იმ ხარვეზსაც ასწორებენ. თქვენ ამაზე საუბარი არ გინდათ, გადასულები ხართ რომელი აჯობებთ ერთმანეთს რადიკალიზმში შიგნით. ამ დროს ეს ხალხი გისმენთ, სულ არ აინტერესებთ კირკიტაძე-ხაბეიშვილი აჯობებს თუ თქვენი კლანის რომელიღაც წარმომადგენელი, თუ "მიშას სასტავიდან" ვიღაც გამოვა და უფრო რადიკალური იქნება, უფრო მეტად მიახურავს ვიღაცას. ამაზე ხართ გადასული, ეს თქვენი შიდა თამაშები შიგნით შეინახეთ. როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ. კარგს კარგი დაარქვით. ამასობაში რეალური პრობლემები კადრს მიღმა რჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა