ივანიშვილი და მისი გარემოცვა შესაძლოა ორი კვირის ვადაში დასანქცირდეს

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სიახლეები იქნება უკრაინიდან სანქციებთან დაკავშირებით“ - აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია „დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარია, საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარიას მტკიცებით, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სადაც ის ივანიშვილის და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით ჩავიდა, ყოფილი პრემიერის დასანქცირების რეალობა სულ უფრო ახლოვდება. 

„ასევე უკვე შემდგარი ფაქტი: ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (LSEG), კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია City-ს საფონდო ბირჟის მენეჯმენტზე, ცოტა ხნის წინ სანქციების გარანტიები მისცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, NAPC-ს. ისინი დაეყრდნობიან NACP-ის რეესტრს საკუთარი მონაცემთა ბაზის განახლებისას. 

ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის საყრდენ ოლიგარქებთან ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა ხდება სარისკო. ეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრაქტიკულად შეზღუდვას ნიშნავს",  წერს ხოშტარია. 

ცნობისთვის, ხოშტარიამ ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათ რუსეთთან კავშირებს ამყარებდა, უკრაინაში შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე გაუგზავნა, ასევე საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობაც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები