ევროსაბჭო რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციუს გადახდისკენ მოუწოდებს.

 ამ მოწიდებით ევროსაბჭო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გამოვიდა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია შუალედურ რეზოლუციაში, რომელიც დღეს  23 სექტემბერს გამოქვეყნდა და რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება.

კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კომიტეტის ადრეულ მოწოდებებზე, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რეაგირების არარსებობის გამო.

ევრისაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დოკუმენტში აღნიშნავს, იმის მუხედავად, რომ რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს შეუწყდა, ის კვლავ ვალდებულია, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს მათი აღსრულების მონიტორინგს. კომიტეტი ასევე მწუხარებას გამოთქვამს, რომ სხდომამდე რუსულ მხარეს არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ამოწურვიდან სამ წელზე მეტი გავიდა და კომპენსაცია გადახდილი ჯერ არ არის.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენი 2019 წელს გამოიტანა და რუსულ მხარეს სამი თვის ვადაში კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი კომპენსაცია არის უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულება. კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თემისადმი მიძღვნილ შემდეგ სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში განიხილავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები