„შოკში ვარ, ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული” - ზელენსკი

სულ ნახვები : 1,508
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოკირებულია ისრაელისგან დახმარების ნაკლებობით - ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.

"შოკში ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული...გაიმართა დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დახმარებია უკრაინას. თქვენ ხედავთ რუსეთის გავლენას ისრაელზე. მე ისრაელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვთვლი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია ისრაელის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნებისთვის აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.

„მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ისრაელი იარაღს სხვა ქვეყნებში გზავნის“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა