საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და B დივიზიონში ითამაშებს

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა თასის C დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უმაპინძლა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ცუდი ნახევარი საათი ჩაატარა. ბურთს ძირითადად მაკედონიელები აკონტროლებდნენ. ჩვენები სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას, მაგრამ დამამთავრებელ ფაზამდე საქმე არ მიდიოდა.

განსაკუთრებით პრობლემური ჩანდა მოედნის ცენტრი, რომელიც მაკედონიელთა მობილურ საყრდენებს ვერ ერეოდა.

ტაიმის ბოლოს სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა და ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურ გარჯას გოლიც მოჰყვა – მარჯვენა ფლანგზე მცველი „გააბრუა“ და ძლიერი გამჭოლი პასი ბოიან მიოვსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0.

მეორე ტაიმი უფრო არეულად დავიწყეთ და ჩვენს კართან ზედიზედ რამდენი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ორჯერ მაკედონიელებს მიზანმა უმტყუნათ, ხოლო ორჯერ მამარდაშვილმა არ გაატანინა.

უპირატესობას ამის მერეც მაკედონიელები ფლობდნენ, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ მეტოქეს მცირე უყურადღებობა არ აპატია – ჯერ მოედნის ცენტრში შეტევა ჩაშალა, სწრაფად გაიქცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა უკეთეს პოზიციაში მყოფ კვარაცხელიას ცარიელ კარში გაატანინა – 2:0.

ბუდუს თავადაც შეეძლო შეგდება, როდესაც სამ მცველს გაცდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარს ააცილა.

ვერ ვიტყვით, რომ კარგი თამაშით, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მოგება მოახერხა, C დივიზიონის ჯგუფი მოიგო და მომავალ ერთა თასზე B დივიზიონში ითამაშებს.

გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საგზურიც მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები