ვილი სანიოლი: გუნდი სტაბილურობას არ კარგავს

სულ ნახვები : 49
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა თასის C დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

„მინდა ეს გამარჯვება ჩემს ფეხბურთელებთან, ფედერაციასთან, გულშემატკივართან ერთად ვიზეიმო. ეს დიდი ნაბიჯია...

მეტოქისთვის ინიციატივის დათმობა ჩემი დავალება არ ყოფილა – მეტოქემ კარგად ითამაშა. განსხვავებული ტაქტიკით ითამაშეს და დრო დაგვჭირდა რომ ამისთვის ალღო აგვეღო. პირველი გოლის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა თავდაჯერება შეიძინეს. კარგია რომ გუნდი სტაბილურობას არ კარგავს და სტრუქტურა არ ირღვევა...

პირველი წუთებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ გამარჯვება მახარებს. ნორმალურია რომ რაღაც მომენტებში გვაჯობეს, რადგან მაკედონია ძალიან კარგი გუნდია...

ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით შევცვლი თუ არა შემადგენლობას გიბრალტართან, უნდა დავაკვირდე ფეხბურთელებს. მნიშვნელოვანია მათთან მოგება. ჩემი მიზანია მოედანზე ისეთი გუნდი იყოს, რომელიც მატჩს ჩვენს სასარგებლოდ დაასრულებს.

ფეხბურთი ჭადრაკი არ არის რომ სულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ხანდახან ხდება, რომ ყველაფერი დაგეგმილად არ მიდის. ეს ნორმალურია...

ჩაკვეტაძემ სიცხით გაიღვიძა და ამიტომ ვერ ითამაშა. უნდა დაველოდოთ როგორ იქნება გიბრალტარში გაფრენის წინ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ჩვენთან ერთად არ წამოვა“, – თქვა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით C დივიზიონის ჯგუფი მოიგო და მომავალ ერთა თასზე B დივიზიონში ითამაშებს.

გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საგზურიც მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები