ბლაგოია მილევსკი: ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, მსაჯებით – უკმაყოფილო

სულ ნახვები : 37
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა თასის C დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ ისაუბრა.

„ორი წლის წინანდელ მოვლენებზე და იმაზე თუ რა მოხდა ამ საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც ისეთ ნაკრებს ეთამაშები, როგორიც საქართველოა თავდაჯერება აუცილებელია, ამიტომ არ ვფიქრობ რომ დმიტრიევსკიმ გადაამეტა. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ზოგადად მსაჯებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაზე არაფერს ვიტყვი“, – თქვა მილევსკიმ ნამატჩევს.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით C დივიზიონის ჯგუფი მოიგო და მომავალ ერთა თასზე B დივიზიონში ითამაშებს.

გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საგზურიც მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები