ორბელიანების სასახლე აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

სულ ნახვები : 427
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორბელიანების სასახლეში დღეს აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მხატვარმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მოწყობის იდეის შესახებ ისაუბრა და გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ამ სასახლეში ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მხატვარს, ნიკა ემხვარს, რომლის ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც მე პირველად, რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის მუზეუმში ვნახე და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ამ სასახლეში მოგვეწყო.

თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე. მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წარმოდგენილი. ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოფენა სასახლეში 29 სექტემბრამდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლებისთვის – შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე. დამთვალიერებლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა