ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ჯგუფში უპირობო ლიდერები - თეა წულუკიანი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურისა და სპორტის მინისტრი ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს წულუკიანის განცხადებით, ამ გამარჯვებამ პასუხი გასცა კითხვას - რატომ უნდა შეუწყონ ხელი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას.

"გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავ ჩვენ საამაყო ეროვნულ ნაკრებს, თითოეულ იმ ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დღეს დიდი სიხარული მოგვგვარა. დღეს ჩვენ, ყველანი ვიყავით აქ ფეხბედნიერი გულშემატკივრები და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ საქართველოს.

ეს გამარჯვება და ბევრი სხვა გამარჯვება, რომელიც იმედი მაქვს, წინ გვაქვს, პასუხობს შეკითხვას, თუ რატომ უნდა იყოს ხელშეწყობილი ქართული ფეხბურთი. იმისათვის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა აჩვენონ ლამაზი მატჩები მსოფლიოს და მოუტანონ ქვეყანას დიდი გამარჯვებები. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ჯგუფში უპირობო ლიდერები," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები