ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, შესაბამისად, პრორუსების და რუსების წინააღმდეგ ვიხილავთ სანქციებს - სერგო ჩიხლაძე

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ, ბიძინა ივანიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანიებსა და პირებს სავარაუდოდ, სანქციები რამდენიმე თვეში დაუწესდებათ.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე გროვდება სერიოზული მტკიცებულებები.

„ჩვენი ინფორმაციით, ვფიქრობ, სერიოზული მტკიცებულებები გროვდება ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რაც არის დაკავშირებული რუსეთთან არალეგალური საქმიანობის წარმოებით, კონტრაბანდული ტვირთების დალაგებით და ა.შ. ეს მტკიცებულებები გროვდება და ვვარაუდობ რამდენიმე კვირაში ან თვეში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ვფიქრობ, არც შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი, არც დასავლელი პარტნიორები არავის აპატიებენ რუსული საქმის კეთებას. „ქართული ოცნება“ კი არის პრორუსული; ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, შესაბამისად, პრორუსების და რუსების წინააღმდეგ ვიხილავთ სანქციებს და დამსჯელ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მიერ თანხმობის მიცემა უკრაინისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ რეალური, პრაქტიკული სანქციებისკენ ნაბიჯი გადაიდგა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რეპუტაციის მქონე არცერთი ბიზნესმენი, ინვესტორი საქმეს არ დაიჭერს ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ მართულ ან მასთან აფილირებულ კომპანიებთან, რაც რეალურად არის სერიოზული სანქცირების ბერკეტი. ამიტომ ეს არის არა საშიშროება, არამედ, ამ მხრივ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯი “, - განაცხადა ჩიხლაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა