სახიფათო მომენტია, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი - ბორელი

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბორელის თქმით, ომმა „საშიშ მომენტს“ მიაღწია.

„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა ბორელმა.

ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პუტინის ძალები უკან იხევენ, მაგრამ ბორელის თქმით, აუცილებელია დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა, ისეთის, რომელიც უკრაინის სუვერენეტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს.

„სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება სხვა ომი“, – განაცხადა ბორელმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სხვადასხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღი აქვს და საჭიროების შემთხვევაში მას გამოიყენებს. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ბლეფი არ არის.

„როდესაც ხალხი ამბობს, რომ ეს ბლეფი არ არის, შენ მას სერიოზულად უნდა მიუდგე“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლა. ბორელმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, საკუთარი როლი შეასრულოს კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარების კუთხით, „რადგან ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები