დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის - კალაძე ენმ-ზე

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალური პოლიტიკური პარტიაა, რადიკალიზმი კი “ყოველთვის განწირულია მარცხისთვის”. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, “რა მომავალი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” შემცირებული რეიტინგისა და შიდა დაპირისპირებების ფონზე”.

“ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი. როგორც ყოველთვის, წლების განმავლობაში, დღესაც და სამომავლოდაც, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. შესაბამისად, ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან დამარცხებული, როგორც წინა წლებში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები