ეს გამოწვეულია იმ საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს - კალაძე საცობებზე

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

......

დედაქალაქის მერი თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნის.

კახა კალაძე ამბობს რომ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაჟა-ფშაველას და წერეთლის გამზირების განახლების სამუშაოები დაიწყება.

„ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა