მხიარული როჯერი ჩოგბურთიდან დაგვემშვიდობა

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ ჩოგბურთიდან ლეივერის თასის დასრულების შემდეგ წავიდოდა. ასეც მოხდა საგამოფენო ტურნირზე ფედერერმა ბოლო მატჩი წყვილებში ესპანელ რაფა ნადალთან ერთად ჩაატარა.

ლეგენდების წყვილმა ვერაფერი გააწყო ამერიკელებთან – ფრენსის ტიაფოსთან და ჯეკი სოკთან და 6:4, 6:7, 9:11 დამარცხდა.

20-გზის მეიჯორის გამარჯვებულმა ჩოგბურთი დამარცხებულმა დატოვა. თუმცა, ამით მარტო ფედერერს არ წაუგია – სრულიად საჩოგბურთო სამყარომ წააგო.

„შესანიშნავი დღე იყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბედნიერი ვარ. აქ ძალიან კარგი იყო, მივიღე სიამოვნება, როდესაც კიდევ ერთხელ გავედი კორტზე, მაგრამ ეს უკანასკნელი იყო.

სტრესი თითქმის არ მიგრძვნია, რადგან გვერდით კოლეგები, ოჯახი და მეგობრები მედგა. ერთადერთი რასაც ვუფრთხოდი, ტრავმა იყო, არ მინდოდა დღეს რამე მტკენოდა. მატჩი კი, შესანიშნავი გამოდგა, რაფას გვერდით ვიდექი, ასეთი ლეგენდის გვერდით დგომა კი...

ეს იდეალური თავგადასავალი იყო. სიამოვნებით გავიმეორებდი კიდევ ერთხელ“, – განაცხადა 41 წლის ფედერერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები