ავარია გეგუთში - ავტომობილი გზიდან გადავარდა

სულ ნახვები :
656




...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტომობილი გზიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.