საქართველოს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ეწვევა

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 სექტემბერს, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

მსოფლიო რაგბის მესვეურთა დელეგაციის ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება.

„ის რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის. პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში. ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიაზე და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ ჰორნიმ, რომელიც საქართველოს ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია.

საქართველოში ასევე ჩამოვლენ: მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი; საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი.

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება. თანამშრომლობის საკითხებს სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო რაგბთან, რათა მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციაზე მოიწვიოს საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს და ახალ საფეხურზე აიყვანს ქართულ რაგბს საერთაშორისო ასპარეზზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები