რუსეთში სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც რეზერვში არიან და სამხედრო მომზადებაზე არიან გაწვეული, იგივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც საკონტრაქტო ჯარისკაცებს;
კანონში გაჩნდა ტერმინი – "ნებაყოფლობითი ჩაბარება", რაც 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება;
მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო ბრძანების შეუსრულებლობაზე;
მკაცრდება პასუხისმგებლობა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე;
მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო მეთაურისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე;
მკაცრდება პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის წესების დარღვევასა და სამხედრო ქონების დაკარგვაზე.
ცვლილებების თანახმად, ჩადენილი სამხედრო დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუ ისინი ჩადენილია არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის ან საომარი მოქმედებების პირობებში, არამედ მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები