სააკაშვილი: 58-ე არმია, რომელიც 2008-ში შემოვიდა საქართველოში, უკრაინამ სრულად გაანადგურა

სულ ნახვები : 326
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან მორიგ წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 58-ე არმია, რომელიც 2008-ში შემოვიდა საქართველოში, უკრაინამ სრულად გაანადგურა:

"58-ე არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში, მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ და რუსეთის მეთაურობამ გამოაცხადა მისი დაშლა. ხერსონის გარეშეც რუსული დაჯგუფება პრაქტიკულად დაშლილია და ეხვეწება მოსკოვს გაყვანას, მაგრამ მათ პუტინის ბრძანება აქვთ, რომ ბოლომდე იდგნენ. ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ათასობით ოკუპანტის ტყვედ აყვანამდე ცოცხალი ტექნიკის ხელში ჩავარდნამდე და ხარკოვზე უფრო მასშტაბურ რუსულ მარცხამდე"- ამბობს სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები