ბარამიძე: სააკაშვილი ყოველთვის იქნება ნაციონალური მოძრაობის სულიერი ლიდერი

სულ ნახვები : 444
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სააკაშვილი ყოველთვის იქნება ნაციონალური მოძრაობის სულიერი ლიდერი - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემ "TV პირველთან" ინტერვიუში.

"პარტიამ უნდა შეძლოს დაარწმუნოს ყველა ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და ძალიან დიდი ალბათობით, თუ რაღაც არ შეიცვალა, პლანეტები სხვანაირად არ დალაგდა, მიხეილ სააკაშვილის პარტია.

მიხეილ სააკაშვილმა თვითონ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ საქმიანობაში ის ვერ იღებს მონაწილეობას, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში. მას ჰყავს კონკურენტულად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ რაც არ უნდა ის ფორმალურად ხელმძღვანელი და ლიდერი არ იყოს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ჯანმრთელად ამყოფოს, მალე გვანახოს ციხის გარეთ, ის ყოველთვის იქნება სულიერი ლიდერი და ის იქნება დროშა ნაციონალური მოძრაობის. მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ხერხემალი. ამიტომ, ის კომუნიკაცია, რომელიც აქამდე იყო პარტიის მხრიდან, უნდა გამოსწორდეს. ყველამ, დაწყებული თავმჯდომარიდან დამთავრებული ნებისმიერი ჩვენი წევრის და ჩემით, უნდა შევძლოთ ჩვენს საზოგადოებას დავანახოთ, რომ ეს არის ასე"- განაცხადა ბარამიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა