საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფლეი ოფში მოედნის უპირატესობა ქეცბაიამ დაანახა

სულ ნახვები : 48
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას დებიუტი კვიპროსის ნაკრებში საბერძნეთის წინააღმდეგ შედგა და წარმატებულიც გამოუვიდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა და ამით საქართველოს საქმეც გააკეთა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს, საბერძნეთს, თურქეთსა და ყაზახეთს თავიანთი ჯგუფები მოგებული აქვთ და B დივიზიონში დაწინაურდნენ. გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებენ.

როგორ და რა პრინციპით მოხდება ევრო 2024-ის საგზურის გათამაშება:

ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები დაგროვებული ქულების მიხედვით ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით ეთამაშებიან – საუკეთესო მაჩვენებელი უარესის მაჩვენებელს შეხვდება, ხოლო მეორე უკეთესი მაჩვენებლის მქონე გუნდი, შესაბამისად, მესამეს დაუპირისპირდება. გამარჯვებულები ერთმანეთს წილისყრით ცნობილ ნეიტრალურ სტადიონზე ფინალში შეხვდებიან და მოგებული ევროპირველობაზე ითამაშებს.

ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობა უკეთესი მაჩვენებლის მქონე ორ გუნდს ექნება. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი საქართველო იქნება. ახლა გასარკვევია, პირველი იქნება საქართველო, თუ – მეორე. ესეც დებულებიდან გამდინარე უფრო იოლი მეტოქისთვის.

ცხადია, ამ ოთხეულში ყველა სუსტი გუნდი ყაზახეთი ჩანს. თუმცა, ახლა ცხრილში ისეთი სიტუაციაა, ყაზახებთან თამაშის პერსპექტივა, აზერბაიჯანელების ხელშია.

ამ დროისთვის თურქეთს, საქართველოსა და ყაზახეთს 13-13 ქულა აქვთ, ხოლო ბერძნებს – 12. ცხადია, ფლეი ოფში ყველას თურქეთთან აცილება უნდა. მით უმეტეს – სტუმრად.

თურქეთი ბოლო ტურში ფარერებს ესტუმრება. გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ მეორე დღეს საქართველო ასევე სტუმრად გიბრალტარს მოუგებს, მაგრამ ჩვენებმა უნდა მოიგონ 3 ბურთით მეტი, რათა თურქებს აჯობონ.

ცხადია, ეს რთული შესასრულებელი იქნება, რადგან თურქებს ძალუძთ უფრო მეტი ანგარიშით მოიგონ. შედეგად, ჩვენი ამოცანა უკვე რთულდება, რადგან თანამედროვე ფეხბურთში საქართველოსთვის სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ძალიან გაჭირდება.

დიდი და სასურველი ანგარიშის რა გითხრათ, მაგრამ გიბრალტარი რომ უნდა დავამარცხოთ, ეს უკვე მოთხოვადია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საქართველო გავა მეორეზე და ექნება მოედნის უპირატესობა მესამეადგილოსანთან. ამ შემთხვევაში მესამეზე ყაზახეთია. თუ აზიელები ბოლო ტურში აზერბაიჯანს სტუმრად დაამარცხებენ, ამით არაფერი შეიცვლება, ხოლო თუ წააგებენ, მაშინ მათ ბერძნები გადაასწრებენ და საქართველოსთანაც ელადელები ითამაშებენ...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები