კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ - ელენე ხოშტარია

სულ ნახვები : 466
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“ წერს.

„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას.

იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე, რას შვება ოპოზიცია, მარტივი პასუხია საჭირო.

ვის აინტერესებს „რაზბორკები“.

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ.

6 თვეა, დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს.

მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“, – წერს ხოშტარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები