ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს - თეა წულუკიანი

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, მინისტრის საათის გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია მე არ მინახავს – არა არგუმენტი, არა მობილიზებულობა, არა გუნდურობა, არა კოორდინაცია. მე მახსოვს მინისტრის საათები, როდესაც იყო უმწვავესი დებატები ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ოპოზიციის ფლანგზე რომ გამოიხედავდი, მათ ჰქონდათ ნამუშევარი, ყველას ჰქონდა თავისი კითხვა და ყველას ჰქონდა თავისი პასუხი. ისინი არ არიან მომზადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა