მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს და არც არავითარ სიცხეებს - წულუკიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ცხელ შემოდგომაზე

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს” - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა:

 „მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ერთხელ და სამუდამოდ, კიდევ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ გაცხადდება ოპოზიციის რეალური სახე, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები არ ყალბდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სია შევიმუშავეთ, სადაც ერთი ამომრჩეველი ერთ ხმას უდრის და ელექტრონული არჩევნები რეალურად, გამორიცხავს ყველანაირი მანიპულაციის რისკს“, – განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები