ამ გოგონას უთქვამს სკოლაში და მერე მასწავლებელს გაუსაჯაროებია ეს ფაქტი - შვილიშვილის მიმართ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში კაცი დააკავეს

სულ ნახვები : 283
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13 წლის შვილიშვილის მიმართ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს ამბობს, რომ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ან სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს. 

კაცი უკვე დაკავებულია. გორის რაიონულმა სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

პოლიციას ფაქტი მასწავლებელმა შეატყობინა.

"შვილიშვილმა დაწერა თვითონ. ამ გოგოს უთქვამს სკოლაში და მერე თვითონ სკოლის მასწავლებელს გაუსაჯაროებია ეს ფაქტი. ამ კაცის გაზრდილია ეს ბავშვი", - ამბობს ადგილობრივი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები