თბილისის ლოკომოტივმა სეზონში მეოთხე მწვრთნელი გამოიცვალა

სულ ნახვები : 40
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული საფეხბურთო მენეჯმენტის მუშაობის შესახებ რამდენჯერმე დავწერეთ, მაგრამ 2022 წელს ლოკომოტივში მიმდინარე მოვლენებმა ყველაფერს გადააჭარბა.

ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტური გაილია, გუნდი კი, 6 ქულით (1 მოგება 3 ფრე, 23 წაგება) ბოლო ადგილზეა. ეგ არაფერი – გუნდმა სეზონში ორი სპორტული დირექტორი და ოთხი მწვრთნელი შეიცვალა.

საშუალოდ, გუნდი თითო წრეში, თითო მწვრთნელს იცვლიდა. თუმცა, სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ერთი წრე წინაა.

სეზონი ლაშა ჭაღიაშვილმა დაიწყო და ზედიზედ 6წაგების შემდეგ ლექსო ინწკირველმა ჩაანაცვლა. ყველაზე დიდხანს სწორედ ის იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე – 12 მატჩი. მონაგარი კი ასეთია – 1 მოგება 11 მარცხი.

ინწკირველს უცხოელი სპეციალისტი მოჰყვა – ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი, რომელმაც მხოლოდ მესამე წრე იმუშავა და გუნდიდან წავიდა. 9 მატჩში კი, ნიდერლანდელის გაწვრთნილმა ლოკომოტივმა 3 ფრე ითამაშა და 6 წააგო.

ახლა ლოკომოტივს გიორგი მინაშვილი გაწვრთნის. რამდენი ხნით, ეს უკვე კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები