თემურ ქეცბაია: თუ საბერძნეთი დავამარცხეთ, ესე იგი სხვებთან მოგებაც შეგვიძლია

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრებში მუშაობა გამარჯვებით დაიწყო. ერთა ლიგაზე საშინაო მოედანზე კვიპროსმა საბერძნეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, კომენტარი თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

„როდესაც საბერძნეთს ამარცხებ, შენს ბრძოლისუნარიანობას აჩვენებ. კოსოვოში ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იმედიანად მივემგზავრებით. გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ. ძალიან კარგი, გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. მცველი რობერჟი მწვერვალია. აქ ყოფნით მოხარული ვარ.

ჩვენი დაცვა საიმედო იყო, საბერძნეთთან შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. საფრთხის შექმნის უფლება არ მივეცით. სამუშაო შესანიშნავად შევასრულეთ. ბევრის მიღწევა შეგვიძლია. არ მინდა ხმამაღალი ფრაზები წარმოვთქვა, მაგრამ რადგან საბერძნეთს მოვუგეთ, სხვა გუნდების ძლევაც შეგვიძლია.

მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს. ეს დაგვეხმარა, თუმცა განსაკუთრებით – ჩვენი ბრძოლის უნარი“, – განაცხადა ქეცბაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა