ბოლო პერიოდში ჩვენ კარგად ვნახეთ, ვინ გამოიჩინა თავი კეზერაშვილის დასაცავად - მათიკაშვილი

სულ ნახვები : 83
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებში სერიოზული დაპირისპირებაა და დაპირისპირება მეტად ღრმავდება, როცა საკითხი ეხება კეზერაშვილის შავ ფულს.

„ბოლო პერიოდში ჩვენ კარგად ვნახეთ, ვინ გამოიჩინა თავი კეზერაშვილის დასაცავად – „ნაცმოძრაობის“ ცნობილი ზონდერები კირკიტაძე, ხაბეიშვილი და რომან გოცირიძე, ამ შემადგენლობას დაემატა ელენე ხოშტარია, რომელიც არ კმარობს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლებს და ღიად აცხადებს, რომ კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება. ეს მეტყველებს ერთადერთ რამეზე, დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის განშტოებებშია, ცხადია, თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება დაფინანსებას და ფულს, შავ ფულს, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები. ყველაფერ ამას, რა ქმა უნდა, ექნება შედეგი და გავლენა, თვითონ ამ ე.წ. პარტიებზე და როგორც აქამდე, საზოგადოება, ელექტორატი მას სათანადო პასუხს და განაჩენს სწორედ არჩევნებზე გასცემს. მანამდე კი, ესეც საკითხავია, აღნიშნული პარტიები როგორ შეინარჩუნებენ საერთო ერთობას და იქნებიან დღის წესრიგში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები