ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია - გივი მიქანაძე ხოშტარიაზე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის {ელენე ხოშტარია} უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერვმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში, განსაკუთრებით რადიკალურ ფრთაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, განხეთქილებაა. ამის შესახებ ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძე ჩაანაცვლა ნიკა მელიამ. შემდგომში ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირესპირება გვახსოვს, როდესაც ნიკა მელია ფაქტობრივად ფორმალურ ლიდერად დატოვეს და კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება, ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე დაპირისპირებას, რომელიც ფინანსური საკითხებიდან გამომდინარეა. ამ პარტიის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად დასაცავი გახდა იმ ფლანგისგან, რომელიც სააკაშვილთან უფრო გამოხატავს სიმპათიებს. ნიკანორ მელიას, როგორც ვნახეთ, ღია ეთერში არ მოერიდა განეცხადებინა, რომ დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად მიუღებელია პოლიტიკისთვის, მისთვის პირადად მიუღებელი ადამიანია.

ამას მოჰყვა შემდგომში კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან განცხადებები. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არანაირი განშტოებები, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ ასე შემდეგ, არ არსებობს. ვხედავთ, რომ „დროას“ ლიდერიც დღეს უკვე გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს. ის არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც რუსეთისგან მისი ოჯახი დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია“,- განაცხადა მიქანაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები