რაგბი ევროპის სუპერთასზე ორივე ქართულმა გუნდმა მოიგო

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაგბი ევროპის სუპერთასზე ორივე ქართულმა გუნდმა იმარჯვა.

ბათუმმა საკუთარ მოედანზე ტალახსა და წვიმაში 19:11 მოუგო თელ ავივის ჰითს და და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 0:6 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ბათუმი 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

მოქმედმა ჩემპიონმა შავმა ლომმა კი, ქუთაისის აია არენაზე რუმინულ ვულვზთან 43:21 მოიგო.

მატჩის დასაწყისი სტუმრების გამოდგა და ქართული გუნდი აქაც 0:6 ჩამორჩა. თუმცა, ამის შემდეგ გუნდი გამოფხიზლდა და მეტოქე შესვენებამდე 3-ჯერ დაალელოვეს.

მე-2 ტაიმში ბრძოლა აღარ ყოფილა. შესვენების შემდეგ მასპინძელთაგან ლელოების დადება აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა ივანიშვილმა და თორნიკე კახოიძემ შესძლეს, ერთიც კი საჯარიმო ლელო იყო. ვულვზის მხრიდან ლამის ტყუპისცალი ლელო დადო დე-ან აკერმანმა, რომელმაც ბურთი ორჯერ ჩაჭრა და ბოლომდე ირბინა.

რუმინელებს 3 ლელოთი მეტით გატანისთვის შავმა ლომმა ბონუსიც მიითვალა და 12 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 6 ქულით მეორეზეა თელ ავივ ჰითი, შემდეგ მოდიან ვულვზი (5) და ბათუმი (4).

მე-4 ტურის მატჩები 15 ოქტომბერს შედგება: ბათუმი ვულვზს უმასპინძლებს, შავი ლომი კი თელ ავივ ჰითს ესტუმრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა