ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

სულ ნახვები : 318
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფუთის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების პროტესტი თბილისი- სენაკი- ლესელიძის მაგისტრალის გვირაბების მშენებლობის პროცესმა გამოიწვია, მათი თქმით მშენებლობა საცხოვრებელ სახლებზე უარყოფითად აისახება და მოსახლეობას ცხოვრება შიშის ქვეშ უხდება. 

"ყოველ დღე მოდიან მოსახლეობასთან რაღაც-რაღაც წინადადებებით, შემოთავაზებებით, თავიდან ამბობდნენ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ ვართ, ვიმუშავებთ, თქვენ არ შეგეხებათ", - აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილობრივები სპეციალური კომისიის გამოყოფას და კონკრეტული დასკვნის მომზადებას მოითხოვენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა