შაკირას ესპანეთში გაასამართლებენ: პროკურატურა მომღერლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

სულ ნახვები : 6,321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანეთის იუსტიციის ბრძანების თანახმად, კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა სასამართლოს წინაშე წარსდგება ბარსელონაში სავარაუდო საგადასახადო თაღლითობისთვის.

როგორც ესპამური მედია წერს, სასამართლოს თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.

აღნიშნულ სასამართლო პროცესამდე მომღერალს აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდბია.

პროკურატურა  რვა წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთასა  და თითქმის 24 მილიონი ევროს (23,1 მილიონი დოლარი) ჯარიმას ითხოვს  შაკირასთვის, რომელიც ბრალდებულია 14,5 მილიონი ევროს (14 მილიონი დოლარი) თაღლითობაში, 2012-2014 წლებში.

კერძოდ, პროკურატურა შაკირას ადანაშაულებს, რომ მან გამოიყენა წლების წინ შექმნილი „კორპორატიული ქსელი“ ესპანეთში გადასახადების თავიდან ასარიდებლად  2012, 2013 და 2014 წლებში.

45 წლის არტისტი, რომელიც ცნობილია საერთაშორისო ჰიტებით, როგორიცაა Waka Waka, Hips don't lie ან Blackmail, ბრალდებებს უარყოფს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა